ხმაური სოფელ ტვიშში

დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის სოფელ ტვიშში. აქციის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანია „ენკამ“ პოლიციის დახმარებით ხეობაში საწვავი შეიტანა, რაც კარავში მყოფმა აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათ სატვირთო ავტომანქანას გადაადგილების საშუალებას არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. გოლეთიანის თქმით, რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე, მათი აქტივისტების რაოდენობა გაიზრდება.

მოამბე