ხმაური შუახევში

ხულოს შემდეგ ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა საპროტესტო აქცია შუახევის მერიასთან გამართეს.

მათ მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროში სცადეს შესვლა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ბიურო მერიის შენობაშია განთავსებული, სადაც აქციის მონაწილეებს შესვლის საშუალება მერიის თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.