ხმაური შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან

18:54, 16.10.2026

გორში შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან ხმაური იყო, სადაც ცხოველთა დამცველები შეიკრიბნენ. ისინი, თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ. ცხოველთა დამცველთა პროტესტი გუშინ გავრცელებულ კადრებს მოჰყვა, სადაც ერთ პატარა ოთახში, ერთად მოთავსებული ლეკვები ჩანს. აქციის მონაწილეების გაღიზიანება, თავშესაფრის თანამშრომლის მიერ ძაღლის დაჭერის ფორმამ გამოიწვია, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების გასარკვევად, ადგილზე, სამართალდამცავები მივიდნენ. სააგენტომ, ცხოველთა დამცველები, ეტაპობრივად შეუშვა და მათ სააგენტოდან ძაღლების აყვანის შესაძლებლობა მიეცათ. სააგენტოს წარმომადგენლებს დღეს განმარტებები არ გაუკეთებიათ, მათ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ კადრების გადაღებისას ვოლიერებს ასუფთავებდნენ, ლეკვები კი – დროებით, დამხმარე ვოლიერებში ჰყავდათ გადაყვანილი.

 

მსგავსი