პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ოთხი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია თავად ბრალდებული, მან სხდომათა დარბაზი განაჩენის გამოცხადებამდე დატოვა. პროცესის პარალელურად ხმაური და დაპირისპირება იყო დარბაზთანაც.