ხმაური საქალაქო სასამართლოში – გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციული წესის სამართალდარღვევას ედავებიან. კერძოდ, პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივესთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე, სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე, დაზარალებული მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა. ანა ყურაშვილი და მირანდა ბაღათურია აცხადებენ, რომ 17 აპრილს, როდესაც მათ ამ სამართალდარღვევას ედავებიან, აღნიშნულ ადგილას საერთოდ არ ყოფილან.