ხმაური საკრებულოში

დედაქალაქის საკრებულოსთან საპროტესტო აქციები გრძელდება.

ადგილზე შეკრებილები არიან როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. საკრებულოში ხმაური დღეს დილიდან დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და მჯდომარე აქცია მოაწყეს, რასაც ჯერ დაცვის სამსახურთან, შემდეგ კი სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ, საკრებულოს შენობაში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებაც გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ვაჟა გაფინდაშვილზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, თანამდებობიდან ერეკლე კუხიანიძის გათავისუფლებას და მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

რა ვითარებაა საკრებულოში, ამას ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს.