ხმაური სააპელაციო სასამართლოში

ხმაური იყო სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ზაზა სარალიძის განცხადებით, არასრულწლოვნების საქმის პროკურორი პირველ ინსტანციაში დააწინაურეს. რის გამოც, ის საქმის მოქმედ პროკურორს დაუპირისპირდა.

ვითარება მანდატურებმა განმუხტეს და ზაზა სარალიძის შეძახილების შემდეგ, შენობა დაატოვებინეს. ხორავას ქუჩის საქმეზე მომუშავე პროკურორის დაწინაურებაზე ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობები მოისმინა. არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპარლმენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოთხოვის შესახებ. ამ წუთებში შესავალი სიტყვას წარმოთქვამენ.