ხმაური რუსთავის საკრებულოში 

ხმაური იყო რუსთავის საკრებულოში.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შორის მოხდა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა სხდომათა დარბაზში შეშვება მოითხოვეს. მათი მტკიცებით არ ეძლევათ საკრებულოში სრულყოფილად  მუშაობის საშუალება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც მერიასთან შეიკრიბნენ. საკრებულოს აპარატის უფროსის განცხადებით, მათ არ აქვთ უფლებამოსილება შევიდნენ სხდომათა დარბაზში სხდომის ჩანიშვნის გარეშე.