ხმაური რუსთავის საკრებულოში

ხმაური რუსთავის მერიაში. საკრებულოს წევრები ერთიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობენ, რომ მათ ორი დღეა, სხდომის ჩატარება სურთ და იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაკეტილია, ამას ვერ ახერხებენ.

დეპუტატები ჯერ საკრებულოს, შემდეგ კი მერიის ფოიეში შეიკრიბნენ. მოგვიანებით მერიის საზოგადოებრივ მისაღებში დეპუტატებსა და მერიის თანამშრომელს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. საზოგადოებრივ მისაღებში დეპუტატებთან რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძეც ჩავიდა. მისი თქმით, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი შოუ. მისი განმარტებით, დეპუტატები სხდომებს თავად არ ესწრებიან და ამით ქალაქს ცუდ ვითარებაში აყენებენ.

დატოვე კომენტარი