ხმაური რუსთავის საჯარო სკოლაში

სასწავლო პროცესი ჩაიშალა დღეს რუსთავის მე-5 სკოლაში. მშობლების დიდი ნაწილი სასწავლო დაწესებულებაში ბავშვების გაშვებას არ აპირებს და კრიზისული ვითარების განსამუხტად სკოლის დირექტორს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

პროტესტის მიზეზი მე-6 კლასის მოსწავლეა, რომელსაც მშობლები მუსიკის პედაგოგზე ფიზიკურ ძალადობაში და აგრესიულ ქცევებში ადანაშაულებენ. მათ პრეტენზიებს იზიარებს მუსიკის მასწავლებელიც, რომელიც სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

მე-6 სკოლით გამოძიება ინტერესდება.