ხმაური ქუთაისში

მმართველი გუნდის ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს მართავენ.

პირველი თათბირი ქუთაისში ჩატარდა. პარტიის ხელმძღვანელებმა იმერეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე იმსჯელეს. მომდევნო შეხვედრები ჩატარდება ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმსა და ამბროლაურში.

ქუთაისში პარტიული შეხვედრის შემდეგ ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, როდესაც ჟურნალისტებთან გასულ მამუკა მდინარაძეს ოპოზიციის წარმომადგენელი დაუპირისპირდა.