ხმაური ქუთაისის საარჩევნო ოლქთან

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში აქციის ფონზე ტარდება სხდომა. შენობასთან აქტივისტებთან ერთად შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები კომისიას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მათი საჩივრების განხილვას სთხოვენ.

ხმაური იყო შენობის შიგნითაც, რის გამოც რამდენიმე დამკვირვებელი გამოაძევეს. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადეს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.