ხმაური ქობულეთში

ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის მერიაში. სტატისტიკის სამმართველოს ყოფილ შენობაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც ფართების დაკანონებას ითხოვენ, საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეებმა ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის კაბინეტში სცადეს შესვლა, რასაც დაცვასთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. აქციის მონაწილე რამდენიმე ქალი შეუძლოდ გახდა. პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, სტატისტიკის სამმართველოს ყოფილი შენობა „ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ შეისყიდა და მათ ახლა გამოსახლებით ემუქრებათ. ამ ინფორმაციას უარყოფენ საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც დღეს აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და დახმარებას დაპირდნენ.