ხმაური პარლამენტის სხდომაზე 

სამთავრობო ცვლილებების გამო ხმაურიანი აღმოჩნდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად დარბაზში არ შევიდა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა კი ჰიმნის დასრულების შემდეგ სტვენა დაიწყეს. დარბაზში იმყოფებოდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებიც, რის გამოც პლენარული სხდომის დაწყება დაგვიანდა.

განცხადებების დიდი ნაწილი პრემიერად გიორგი გახარიას წარდგენას და 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებებს დაეთმო, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოპონენტებს წარსული არაერთხელ შეახსენეს.

 

დატოვე კომენტარი