ხმაური ოზურგეთში

ხმაურია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში. ცენტრალური გზის მიმდებარედ ოცზე მეტი ხის მოიჭრას დაპირისპირება მოჰყვა. სამუშაოებს, რომელიც კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიამ“ მაღალი ძაბვის სადენების გავლის ზონაში განახორციელა, ადგილობრივები აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ჯანსაღი ხე-მცენარეები მთლიანადაა მოჭრილი.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ადგილზე მისულ თანამშრომლებს მოსახლეობამ ასწლოვანი ჭადრის მოჭრის საშუალება არ მისცა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებისთვის ყველა საჭირო ნებართვა აქვთ და აღნიშნული პროცესი უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება. ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დამცველებიც. შეკრებილები აღნიშნულ საქმეზე სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.