ხმაური კომიტეტის სხდომაზე

კომიტეტის ხმაურიან ხდომაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კაზრეთში არსებულ ვითარებაზე კანონმდებლებს ანგარიში გააცნო.

დოკუმენტში კომპანიების „არ-ემ-ჯი გოლდისა“ და „არ-ემ-ჯი კოპერის“ მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანზეა საუბარი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანიების მიმართ გატარდა სანქცია და მათ გარემოს დაბინძურების პრობლემა წლის ბოლომდე უნდა აღმოფხვრან. დეპუტატებთან ერთად სხდომას არასამთავრობო სექტორი და არასაპარლამენტო ოპოზიციაც ესწრებოდნენ.

მხარეთა პოზიციებს მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს.