ხმაური კასპის საკრებულოში

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, კასპის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება ცნობად მიიღო, რასაც ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე.

ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატებს, კითხვები მმართველი გუნდისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ ჰქონდათ. დეპუტატების ნაწილი, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, მანუჩარ მერებაშვილს, საკუთარი გადაწყვეტილების ახსნას თხოვენ. დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ მერებაშვილს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით არ მიუღია.