ხმაური იუსტიციის სახლში

18:48, 06.12.2024

აქტივისტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში აპროტესტებდნენ, იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებასაც. ისინი შენობაში საყვირებითა და ბანერებით იყვნენ შესულები, იუსტიციის სახლის დაცვის სამსახურმა კი მათ შენობა დაატოვებინა და ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მსგავსი