ხმაური გორის საკრებულოს სხდომაზე

15:23, 14.02.2025

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოში მისული მოქალაქეების განცხადებით, ისინი სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა დარბაზიდან გააძევეს. მათივე თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვით გამოსვლის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მათ ამის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც მოქალაქეებსა და დავით რაზმაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი