ხმაური გორის საკრებულოს სხდომაზე

15:26, 12.09.2025

ხმაური იყო გორის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს. სხდომას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლებს ურთიერთბრალდებები და ხმაური მოჰყვა. სხდომის თავმჯდომარემ რამდენიმე პირს დარბაზი დაატოვებინა. იმპიჩმენტის საკითხზე ფარული კენჭისყრა გაიმართა. 11 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებმა. ხმების ეს რაოდენობა იმპიჩმენტის პროცედურისთვის საკმარისი არ იყო. „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს ეკუთვნით. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის 19 წევრის ხმა იყო საჭირო.

მსგავსი