ხმაური „გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბთან

ხმაური იყო ზუგდიდში „გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბთან.

ინციდენტი სანდრა რულოვსის პრესკონფერენციის დროს მოხდა. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ პრესკონფერენციაზე კითხვების დასმა სურდა, მაგრამ შტაბში არ შეუშვეს. თეონა ქარდავა თქმით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რისთვისაც შესაძლოა სასამართლოში იჩივლოს.