ხმაური გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ბოკუჩავას თქმით, სხდომის დაწყება კვორუმის არარსებობის გამო დაგვიანდა და კომიტეტის წევრების ადგილმონაცვლეებით ჩანაცვლება ვადების დარღვევით მოხდა. მან სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის დამატებაც მოითხოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, სხდომაზე ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებაზე უნდა ემსჯელათ, რომელიც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს შეეხება. მაკა ბოჭორიშვილი ბოკუჩავას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.