ხმაური ფოთში

ხმაური იყო ფოთში.

ინციდენტი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების გაცემის პროცესს მოჰყვა. ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლებას ტანსაცმელი წინასაარჩევნოდ, წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა, რამაც სიის გარეთ დარჩენილი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ტანსაცმლის დარიგებით ხელისუფლება ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობს. ფოთის მერიაში კი აცხადებენ, რომ მსგავს აქციას მიმდინარე წელს მეთერთმეტედ ახორციელებენ და მას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.