ხმაური იყო ფოთის საკრებულოში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხელისუფლება ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის განცხადებით, არჩევნების პროცესში და მას შემდეგაც, საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ, მხარდაჭერას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
საკრებულოს უმრავლესობის წევრები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აგიტაცია მათ კანონით არ ეკრძალებათ.