ხმაური ფოთის საკრებულოში

ხმაური იყო ფოთის საკრებულოში. სხდომის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხომერიკმა, ქვეყანასა და ქალაქში მიმდინარე პროცესებს უსამართლო უწოდა. მან ხელისუფლება ქალაქის არაეფექტურ მართვაში დაადანაშაულა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, დარეჯან ცხვიტარია, კი მთელი სხდომის განმავლობაში ფეხზე იდგა და ტრნასფარანტით ხელში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი საფუძველს არის მოკლებული და მმართველი გუნდი ამას საქმის კეთებით პასუხობს.