ხმაური ფოთის საკრებულოში

ხმაური იყო ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა – „გახარია წადი“. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.

ცხვიტარიას გამოსვლამ საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრთა გაღიზიანება გამოიწვია. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, ნაწილმა კი მის მიერ სხდომის დატოვება მოითხოვა. ცხვიტარია მთელი სხდომის განმავლობაში ტრანსპარანტით ხელში, ფეხზე იდგა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდა.