ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციას შენიშვნები სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით ჰქონდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ქალაქის სოციალური პაკეტი არასწორად არის შედგენილი და შეჭირვებულ ოჯახებზე მიზერული თანხები გაიცემა. ოპოზიციამ სწორედ დახმარების გაზრდა მოითხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. „ქართული ოცნების“ წევრები მათ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სოციალური პროგრამების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი