ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან

ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან, ხმაური და დაპირისპირება იყო. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შენობის კარზე ბოქლომის დადება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

შენობაში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც გააპროტესტეს ოპოზიციის ქმედება. ხმაური და დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. მობილიზებულია პოლიცია.