ხმაური და დაპირისპირება ჭორვილაში

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ სოფელ ჭორვილაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჩავიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-მსვლელობას ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს სოფელ ჭორვილის გადასახვევთან, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელი არ არის პოლიტიკური ცენტრი და აქციების გამართვა არამართებულია. დაპირისპირების განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობენ, ადგილზე ამ დრომდე ხმაურია. ჭორვილაში ჩასვლის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძეა, რომელიც მომხრეებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა და ჭორვილაში მსვლელობით ჩავიდა.