შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ასევე, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა – კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით.