ხმაური ბიუროს სხდომაზე

ხმაური საქართველოს პარლამენტში.

სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს ახსნა განმარტებას სთხოვდნენ, – რატომ არ მიეცათ ოპოზიციის დეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების მონახულების უფლება.

კამათის გამო არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა მანდატურების დახმარებით დაატოვებინა.

მომხდარის დეტალებს თეონა მანაგაძე გაგვაცნობს.