ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირების სასამართლო მიმდინარეობს.

დაკავებულთა ახლობლები ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებულები უდანაშაულო არიან და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აქციას მართავენ და ცენტრალური ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჩხუბი მიმდინარე წლის 2 მარტს მოხდა. ინციდენტის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. ჩხუბი ერთ-ერთი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს გამოყენებული იყო ცივი იარაღი, ერთ პირს კი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

საქმეზე ამჟამად ოთხი პირია პატიმრობაში.