ხმაური ბათუმის საკრებულოში

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

სიტყვიერი დაპირისპირება მერიის ინიციატივის დამტკიცებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ბათუმში ახალი აიპი, მუნიციპალური ინსპექცია იქმნება.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უნდა გაერთიანდეს მერიის ის რვა სამსახური, რომელიც დღემდე საზედამხედველო ფუნქციებს ასრულებდა სამშენებლო, სანიტარული, გარე ვაჭრობის, პარკირების და სხვა მიმართულებით. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ნუკრი დეკანაძე ამბობს, რომ ახალი აიპი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს საზედამხედველო ფუნქციებს, იგი შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ მერიის ძველი სამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტდება და ვაკანსიები კონკურსის წესით შეივსება. ოპოზიციის პროტესტს არ იზიარებს საკრებულოს უმრავლესობა და მათ  დემაგოგიაში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულომ მერიის ინიციატივა ბოლოს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი