ხმაური ბათუმის საკრებულოში

პოლიტიკური ვნებათაღელვის და ფიზიკური დაპირისპირების ეპიცენტრი ამჯერად ბათუმის საკრებულოა.

შენობაში სამართალდამცავების მობილიზება გახდა საჭირო. სიტუაცია თვითმმართველ ორგანოში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუროს სხდომის ჩაშლა სცადეს. ხელისუფლების ოპონენტების პროტესტი 2022 წლის ბიუჯეტს უკავშირდება. ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება საკრებულოს ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტს ჯერ ისევ მოქმედი საკრებულოს შემადგენლობა უყრის კენჭს. ოპოზიციის განცხადებებიდან გამომდინარე დაძაბულობა ხვალაც არის მოსალოდნელი. შეგახსნებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა აღარ ჰყავს, თუმცა ახალი შემადგენლობის საკრებულოს უფლებამოსილება პირველი სხდომის შემდეგ, ანუ მომავალი თვის დასაწყისში იქნება ცნობილი.

დატოვე კომენტარი