ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე

ხმაური იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლების საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ „ლავროვმა „ჩაუშვა“ საქართველოს ხელისუფლება, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან ჰქონდათ პირდაპირი მოლაპარაკებები“. მიხეილ სარჯველაძემ კი ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა და უთხრა, რომ   როცა ოპოზიციას უჭირს, ლავროვი მათ ეხმარება.