ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან

ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შენობასთან რკინის გალია მიიტანეს და მთავრობის სახლის შესასვლელთან დადგმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გალია სიმბოლურად, სააკაშვილის მხარდაჭერის მიზნით მიიტანეს. ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გალია ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიტანეს.