„ხილულის მიღმა“ – ვარლამ ჩარკვიანის გამოფენა
„მესმას“ სახელოვნებო სივრცეში, ვარლამ ჩარკვიანის გამოფენა სახელწოდებით „ხილულის მიღმა“ გაიხსნა. ვარლამ ჩარკვიანი ფსიქოენერგეტიკული მხატვრობის მიმართულებით მუშაობს და ფერის, შუქისა და ფორმის მეშვეობით, ადამიანის ცნობიერების კვლევით ინტერესდება. მან ხატვა 42 წლის ასაკში დაიწყო. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო წარმოდგენილი პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებზე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.