ხილის ფესტივალი კახეთში

18:25, 17.08.2019

გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე ხილის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოყვანილი ხილი.

ორგანიზატორების თქმით, ხილის ფესტივალის მიზანია მეხილეობის დარგის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის ხილის მწარმოებლების პროდუქციის გაცნობა.

მსგავსი