ხიდის აღდგენის სამუშაოები

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა, მისი ჩანგრევის საფრთხე არსებობდა, ამიტომ თბილისის მერიამ იქ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. აღდგენის სამუშაები კი ამ დრომდე გრძელდება.

ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა.