ხიდები საქართველო-ლიეტუვას შორის

პროექტის, „ხიდები ლიეტუვასა და საქართველოს შორის“, ფარგლებში ლიეტუვის მოქალაქემ, ნიკო ამირგულაშვილმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდან არის, ვილნიუსიდან თბილისამდე ფეხით იმოგზაურა. მან 2000 კილომეტრიანი მანძილის გავლა უკვე დაასრულა. ამ ფაქტის აღსანიშნავად ლიეტუვის საელჩოში მიღება გაიმართა.

ნიკო ამირგულაშვილი თბილისის მერიაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან და ახალგაზრდობასთან შეხვედრებს გამართავს.