ხევის ადიდება ახტალაში

ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე. გზის ეს ნაწილი ახტალის ხევის ადიდების შედეგად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ახალი ხიდის მშენებლობის პარალელურად, შემოვლითი გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობის აღდგენა ხვალისთვის არის დაგეგმილი.