ხელოვნური მანევრები პოლიტიკაში – შალვა პაპუაშვილის განცხადება 

21:17, 23.09.2025

მოახლოებული არჩევნების ჩაშლის გეგმა, მმართველი პარტიის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების მცდელობები და ოპოზიცია და მესამე სექტორი, რომლებიც გარე აქტორების ჩართულობით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ – პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს აქვეყნებს და ოპონენტებს შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს.

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი ფაქტის  და ოპოზიციისა და მესამე სექტორის მხარდაჭერის არგუმენტით, შალვა პაპუაშვილი შეცდომებზე დაფიქრებას უცხოელ ელჩებსაც ურჩევს. პოლიტიკური მონანიების თარიღად 4 ოქტომბერი სახელდება. სწორედ თვითმმართველობის არჩევნებს განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარე იმის დასტურად, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა გეგმამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, ასე არ ფიქრობს ოპოზიცია. უცვლელია რიტორიკაც. პარტიები, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ისევ მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე საუბრობენ. ოპონენტთა მეორე ნაწილი კი შალვა პაპუაშვილის წერილს საერთაშორისო პარტნიორებზე მორიგ თავდასხმად აცხადებს.

მსგავსი