ხელოვნური ინტელექტი – კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევა
ავსტრალიაში მომხდარი შემთხვევა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის პრობლემას, რომელიც ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.
მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგში ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე საფრთხეები და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აქტიურდება. „ჩათჯიბიტის“ შემქმნელი კომპანიის ეიაი აგენტმა ავსტრალიის ერთ-ერთი სამთავრობო უწყების ვებ-ვერდზე უნებართვოდ შეაღწია და საჯარო და დახურულ ფაილებზე წვდომა მოიპოვა. რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტზე რეაგირება და მთავრობის ინფორმირება დაგვიანებით მოხდა – ხელოვნური ინტელექტის მიერ სახელმწიფო უწყების საიტის გატეხვის ფაქტი ახლა გამოძიების შესწავლის საგანია. ავსტრალია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი თავდასხმა დაფიქსირდა. სფეროს სპეციალისტები აგენტის შემქმნელთა პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ. ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ხელოვნური ინტელექტის მზარდი შესაძლებლობები და ადამიანის კონტროლს მიღმა ყოფნის მზარდი რისკი საერთაშორისო პლატფორმებზე სულ უფრო აქტიურად განიხილება. სარგებელსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას მსოფლიო ლიდერთა პოზიციები იყოფა. გაერო-ს ტრიბუნიდან უკვე გაისმა დამცავი მექანიზმების ამოქმედების მოთხოვნა.