ხელოვნური ინტელექტი დასაქმების ბაზარზე

ხელოვნური ინტელექტის მიმართ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, ინტერესი საქართველოშიც სულ უფრო იზრდება.

მთავარ უპირატესობად ადამიანური რესურსის, ფინანსების და დროის დაზოგვა სახელდება. თუმცა, კონკრეტული პროგრამების ამოქმედებას თან ახლავს რისკებიც – მთავარი კითხვა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების შესაძლო ჩანაცვლების საფრთხეს უკავშირდება. ბაზარზე ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური მიღწევების და ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში და უკვე ამოქმედებული პროექტების მაგალითზე შალვა სუმბაძე დაინტერესდა, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.