ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს სერგო ქობულაძის ნამუშევარი გადაეცა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადაეცა გამოჩენილი ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრისა და ფერმწერის, სერგო ქობულაძის ნამუშევარი „ლედა“, რომელიც 1928 წელსაა შესრულებული. ის ფონდს მისმა მესაკუთრემ, ალექსანდრე ნაჭყებიამ გადასცა. შესაბამის აქტს ხელი კულტურის სამინისტროში უკვე მოეწერა.