ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისთვის ნამუშევრების გადაცემა

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ვლადიმერ ბუკიამ საკუთარი ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ნამუშევრები საქართველოში მისმა შვილმა ჩამოიტანა. ეტაპობრივად, ხელოვნების მუზეუმს მხატვარი კიდევ 30-მდე ნამუშევარს გადასცემს. ვლადიმერ ბუკიამ თბილისის სამხატვრო აკადემია 1976 წელს დაამთავრა. ხელოვანი ამჟამად, ამერიკაში მოღვაწეობს და აქტიურად მუშაობს  თანამედროვე ხელოვნების ახალ ნამუშევრებზე. მისი ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებსა და კერძო კოლექციებში ინახება.