ხელოვნების საერთშორისო ფესტივალი „საჩუქარი“

პრემიერები, საერთაშორისო წარმოდგენები და არაერთი უცხო ქვეყნის თეატრალური დასი თბილისში.

ტრადიციად ქცეული საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ აუდიტორიას წელსაც მრავალფეროვან პროგრამას უმზადებს. 28 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი 25 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში იაპონური ქორეოგრაფიული დასის წარმოდგენით გაიხსნება. იმის გათვალისწინებით, რომ წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა იტალიაა, თბილისში წარმოდგენებს რამდენიმე იტალიური და თუმანიშვილის თეატრის დასები ერთად გამართავენ.   ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან ცნობილი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშილის პრიზის ლაურეატებიც.