ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ 

საქართველოში ცნობილი კუბელი მუსიკოსი ჩამოდის. პიანისტი და კომპოზიტორი რობერტო ფონსეკა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სტუმარი იქნება. „თბილისი რიტმი“ მარჯანიშვილის თეატრში 4 მაისს სწორედ ფონსეკას კონცერტით და საპრემიერო პროექტით დაიწყება. მომზადებულია სამნაწილიანი მრავალფეროვანი პროგრამა.

საინტერესო იქნება ფესტივალის მეორე ნაწილიც რომელი მოგვიანებით 15 ივნისს გაიმართება, თბილისს, პირველად მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი, ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა, ნატალია ოსიპოვა, ახალი საცეკვაო პროგრამით ეწვევა. უკვე 9 სექტემბერს კი გრიბოედოვის თეატრში ქართველ მსმენელის წინაშე ცნობილი ფრანგი აკორდეონისტი, რიშალ გალიანო წარდგება.