ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
რიგით 28-ე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში, ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 2025 წლის ფესტივალი გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფესტივალის წლევანდელ გამოცემას, გახლავთ იაპონური ლეგენდარული ბუტოს თეატრალური კომპანიის, Sankai Juku-ს შთამბეჭდავი ნამუშევარი Meguri, რომელიც საფესტივალო სეზონს 25 ოქტომბერს გახსნის. ეს წელი გამორჩეულია იმითაც, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ წელს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ოფიციალურად გადაეცა. ფესტივალი 1997 წელს დაარსდა, ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის პატივსაცემად და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმად იქცა.