ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“

25-წლიანი ისტორიის მქონე ცნობილი ფესტივალი ახალი ფორმით ბრუნდება.

„საჩუქარი“ საშემსრულებლო ხელოვნების თანამედროვე ლაბორატორიას წარმოგიდგენთ. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი პროგრამა მსოფლიოში წამყვანი ხელოვანების დადგმებს, პერფორმატიულ ვორქშოფებს, ლექციებს და მასტერკლასებს აერთიანებს.

სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში თბილისს მილანური დასი ეწვევა, რომელიც აუდიტორიას იტალიური კომედიის რეფორმატორის, კარლო გოლდონის ცნობილ პიესას წარუდგენს. 2022 წლის ფესტივალი მსოფლიო თეატრის გამოჩენილ რეჟისორ პიტერ ბრუკს ეძღვნება. 25-ე საიუბილეო სეზონი 15 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.